უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ეს უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ვებგვერდზე რეგისტრაციით ან/და მისი გამოყენებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ, გესმით და ეთანხმებით ამ დოკუმენტის ყველა პირობას. თუ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ, შეწყვიტოთ ვებ-გვერდის გამოყენება.
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება Freecroco-ზე დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელზე.
ინფორმაცია სერვისის მიმწოდებლის შესახებ:
ვებ-გვერდი Freecroco.com იმართება შპს „სფრინგ სოფტი“-ს (ს.კ: 405644584) მიერ, ვებ-გვერდზე განთავსებული და საქართველოს კანონდმებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.
Freecroco იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში. ყველა მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს პოლიტიკის ცვლილებები, ხოლო შეცვლილ პირობებზე დათანხმების სურვილის არ ქონის შემთხვევაში შეწყვიტოს ვებ-გვერდის სერვისებით სარგებლობა.
2. მომხმარებლის რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია, ვერიფიკაცია
Freecroco-ის სრული სერვისებით სარგებლობისთვის სავალდებულოა ვებ-გვერდზე რეგისტრაციის, იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის გავლა.
2.1 რეგისტრაცია
სარეგისტრაციო ფორმა მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;მომხმარებლის შერჩეული პაროლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- Freecroco.com-ზე რეგისტრაციის გავლა, ასევე შესაძლებელია google ანგარიშით განხორციელებული ავტორიზაციის გზით.
2.2 მომხმარებლის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია
იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული სრული სერვისებით სარგებლობა აუცილებელია, რომ მან გაიაროს იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც Freecroco-ს პირველი მისიაა.
2.2.1 იდნეტიფიკაცია:
იდენტიფიკაციის პროცესის გასავლელად, მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- სახელი
- გვარი
- სქესი
- დაბადების თარიღი
- ქვეყანა
- ქალაქი
- ტელეფონის ნომერი
და ატვირთვოს შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) საქართველოს მოქალაქის შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა ან მართვის მოწმობა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
ბ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში – პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, პასპორტი, საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისთვის ნებადართული სხვა დოკუმენტი ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა;
დ) მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ გაცემული ბინადრობის მოწმობა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა ან სამგზავრო პასპორტი;
ზემოაღნიშნული ინფორმაციის მითითებისა და ზემოაღნიშნული დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარმოდგენის შემდეგ, Freecroco ამოწმებს შეესაბამება თუ არა წამროდგენილი ინფორმაცია დოკუმენტზე არსებულ ინფორმაციას, რის შემდეგაც მომხმარებლის იდენტიფიკაციის პროცესი დასრულებულად ითვლება.
ამასთან, მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს:
ა) მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით ერთჯერადი კოდის დასასტურება.
ანდა
ბ) მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი ერთჯერადი კოდის დადასტურება.
2.2.2 ვერიფიკაცია
ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა წარმოდგენილ იქნეს მოთამაშის ფოტოსურათი, გადაღებული წინამდებარე წესის 2.2.1 ქვპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე;
3. 3. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება
თქვენი რა მონაცემები მუშავდება ?
- სახელი, გვარი;
- ელ.ფოსტა
- დაბადების თარიღი
- სქესი
- ქვეყანა
- ქალაქი
- ტელეფონის ნომერი
- პირადი ნომერი, დოკუმენტის ნომერი, დოკუმენტის გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა;
- თქვენი IP მისამართი; ვიზიტის დრო; ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი და მოწყობილობის ტიპი, რომელშიც აღნიშნული ბრაუზერია განთავსებული;
- Cookies - ქუქი-ფაილები არის მცირე ზომის ტექსტური ფაილები, რომლებიც ინახება თქვენს მოწყობილობაში. როდესაც შედიხართ ვებ-გვერდზე ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს მას, რომ დაგიმახსოვროთ თქვენ და დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყენეთ პლატფორმა თითოეული შესვლის დროს, რაც უზრუნველყოფს ვებ-გვერდის უკეთესად მორგებას თქვენზე. შესაბამისად, როდესაც თქვენ შემოდიხართ ჩვენს ვებ-გვერდზე ჩვენ შესაძლოა ასევე ავტომატური საშუალებებით მოვიპოვოთ ინფორმაცია „ქუქი“ ფაილების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ყველა მომხმარებელი თანხმობას აძლევს Freecroco-ს მისი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც მომხმარებელი მიუთითებს რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ან/და ვებ-გვერდის გამოყენების დროს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს მათ მოპოვებას, შენახვას, სისტემატიზაციას, კორექტირებას (განახლება, მოდიფიკაცია), გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, განადგურებას.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის სერვისის შეთავაზება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
ყველა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება იმ ვადით რა ვადითაც აქტიურია მომხმარებლის ანგარიში და მისი გაუქმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში.
მომხმარებელი, წინამდებარე პირობებზე დათანხმებით, აგრეთვე აცხადებს თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის მიუხედავად, ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მობილურის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების (SMS OFF/NO SMS) გაგზავნის გზით.
Freecroco უფლებამოსილია შეწყვიტოს ურთიერთობა (დახუროს ის ანგარიში) თაღლითობის ან სხვა კრიმინალური ქმედებების არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ მომხმარებელთან, რომლის მიმართაც გაჩნდება ეჭვი, რომ ანგარიშის გამოყენების მიზანი სცილდება ვებ-გვერდის ნორმალურ დანიშნულებას. ასევე იმ შემთხვევაში თუკი Freecroco-ს გაუჩნდება ეჭვი, რომ ვებ-გვერდით სარგებლობს არასრულწლოვანი (18 წელს მიუღწეველი პირი) Freecroco იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიში.
4. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება
Freecroco განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით უსაფრთხოების საკითხს. მომხმარებლის მიერ მითითებული პირადი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის ნახვა ვებგვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ მომხმარებლის პაროლისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითების შემთხვევაში. Freecroco იძლევა რეკომენდაციას რომ არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. გარდა ამისა, თქვენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ინახება დაცულ სერვერზე, რომელზეც მხოლოდ შესაბამის პერსონალსა და კონტრაქტორებს მიუწვდებათ ხელი.
ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პერსონალური მონაცმეების გავრცელებასთან, მომხმარებლი ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ Freecroco-ს.
5. მომხმარებლის უფლებები:
ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს Freecroco-ს მისი პირადი მონაცემების დამუშავების საკითხზე ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში. მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს Freecroco-ს მისი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, რაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ვეგ-გვერდის სერვისების გამოყენების შეზღუდვასთან.
ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს Freecroco-ს შეწყვიტოს მისი პირადი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება.
6. ანგარიშის გაუქმება
მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს Feeecroco-ს ანგარიში ელ-ფოსტაზე: [email protected] მომართვის გზით. ამისათვის აუცილებელია, რომ მომხმარებელმა ანგარიშის გაუქმების შესახებ მოთხოვნა გამოაგზავნოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან. Freecroco იღებს ვალდებულებას მომხმარებლის ანგარიში გააუქმოს ასეთი მომართვიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7. საკონტაქტო ინფორმაცია
შპს „სფრინგ სოფტი“, ს/კ:405644584.
ელ ფოსტა: [email protected]