წესები და პირობები & კონფიდენციალურობის პოლიტიკა
წესები და პირობები, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.freecroco.com, ვებ-გვერდი Freecroco .com („პლატფორმა“ / Freecroco /ვებ-გვერდი) იმართება შპს“სფრინგ სოფტი„-ს (ს/კ: 405644584) (მის: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, მიხეილ თამარაშვილის გამზირი, N 7, ბინა 37) მიერ.
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს ერთადერთ იურიდიული ძალის მქონე შეთანხმებას ვებგვერდ Freecroco -სა და მის მომხმარებლებს შორის, რომლითაც რეგულირდება ვებგვერდზე განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა და პირობები.
წინამდებარე შეთანხმების ტექსტი, რომელიც მუდმივად განთავსებულია ვებგვერდზე შეიცავს შეთანხმების ყველა არსებით პირობას და წარმოადგენს Freecroco -სა და თქვენს შორის დადებულ საბოლოო შეთანხმებას. ყველა იმ საკითხის რეგულირების მიზნით, რომელიც არ არის განხილული წინამდებარე დოკუმენტში გამოიყენება ქართული კანონმდებლობა.
საიტზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.
1. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში ნახსენები ნებისმიერი ტერმინი განიმარტება წინამდებარე წესებისა და პირობების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- ვებ-გვერდი - Freecroco.com და მისი მობილური აპლიკაცია;
- ვებგვერდის წესები - ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი წესები მათ შორის და არამხოლოდ წინამდებარე პირობები და უსაფრთხოების პოლიტიკა;
- მომხმარებელი - ვებ-გვერდზე, წინამდებარე წესებისა და პირობების დაცვით რეგისტრირებული, მინიმუმ 18 წელს მიღწეული მომხმარებელი;
- პროდუქტი - ვებ-გვერდზე არსებული ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც შეთავაზებულია Freecroco -ს მომხმარებლებისათვის;
- სერვისი - Freecroco -ს მიერ ვებ-გვერდის საშუალებით შემოთავაზებული ნებისმიერი სერვისი.
- მომხმარებლის ბალანსი - ვებ-გვერდზე არსებული მომხმარებლის პირადი ბალანსი გამოხატული ქულებში (ალმასებში).
- მარკეტი - Freecroco.com-ზე განთავსებული ნივთების ან/და ფასდაკლების ვაუჩერების შესაძენი სივრცე.
2. რა არის Freecroco ?
Freecroco წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ახორციელებს კონკურსის ტიპის შეჯიბრებების მოწყობას. შეჯიბრებებში გამარჯვებული პირები კი დასაჩუქრდებიან ვებ-გვერდზე ამა თუ იმ შეჯიბრის/კონკურსის წესებში წინასწარ გაცხადებული პრიზებით.
- მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა:
- თავად გაეცნოს კონკურსის და პრიზების წესებსა და მახასიათებლებს.
- მონაწილეობა მიიღოს ამა თუ იმ მისიის შესრულებაში და დააგროვოს შეჯიბრის წესებით გათვალისწინებული საჩუქრები.
- ვებ-გვერდზე მომხმარებლის დასაჩუქრება ხდება ქულების (ალმასები) მეშვეობით. მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ქულა არ არის ნაღდი ფული და შეუძლებელია მისი ვებ-გვერდის გარეთ გამოყენება, ასევე ნებისმიერ ვალუტაში დაკონვერტირება.
3. მომხმარებლის ანგარიში
ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული სრული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ წინამდებარე წესების დაცვით მასზე დარეგისტრირებულ, იდენტიფიცირებულ და ვერიფიცირებულ (იხ. უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის პოლიტიკა, მუხლი 2) მომხმარებლებს. ანგარიშის დარეგისტრირებისას თქვენ ვალდებული ხართ განათავსოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია და დროულად განაახლოთ იგი მისი ცვლილების შემთხვევაში. ყველა მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე. ამასთანავე ყველა მომხმარებელი აცნობიერებს, რომ პირადი ანგარიშის სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება ანგარიშის მესაკუთრეს და არა მესამე პირებს. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს Freecroco -ს თუ აღმოაჩენს ან ეჭვი შეეპარება, რომ ვიღაცამ მის ანგარიშზე წვდომა მისივე ნებართვის გარეშე მოიპოვა.
ყველა მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მომხმარებლის დეტალები, რომელსაც იგი ავსებს რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ან/და ვებგვერდის სერვისებით სარგებლობის დროს (ა) არის სწორი (ბ) არ არღვევს კონფიდენციალურობის მოთხოვნებს მომხმარებლის დეტალების შესახებ (გ) არის 18 წლის ან მეტის (დ) არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური ან სხვა მომწამვლელი ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ და არ გამოიყენებს ვებ-გვერდს ამგვარ მდგომარეობაში, (ე) არ გამოიყენებს ვებგვერდს არაკანონიერი მიზნებისათვის, მათ შორის თაღლითობის ან/და ფულის გათეთრებისთვის.
4. ბალანსი
Freecroco -ის პირადი ბალანსი არ არის განთავსებული არც საბანკო ანგარშზე და არც რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიერ გამოშვებულ პროდუქტზე. Freecroco -ს ბალანსი შეიძლება გამოიყენებულ იქნას მხოლოდ იმ ნივთების/პროდუქციის შესაძენად, რომლებიც დროდადრო შემოთავაზებულია ვებ-გვერდის მეშვეობით. ამასთან, ვებ-გვერდი არ იძლევა შესაძლებლობას მომხმარებელმა ტრანზაქცია განახორციელოს კრედიტ ბალანსით. იმისათვის, რომ მომხმარებელმა შეძლოს ვებ-გვერდზე ტრანზაქციის განხორციელება, აუცილებელია ქულების დადებითი ბალანსის არსებობა.
Freecroco იღებს სრულ პასუხისმგებლობას პლატფორმის მეშვეობით განხორციელებულ ყველა ტრანზაქციაზე. ტრანზაქციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ყველა მომხმარებელი ვალდებულია დაუკავშირდეს Freecroco -ს შემდეგ ელ ფოსტაზე: info@freecroco .com
5. ბალანსის გადაცვლა
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს Freecroco -ს პირად ბალანსზე არსებული ქულები/ალმასები გადაცვალოს ვებ-გვერდის მიერ „მარკეტში“ შემოთავაზებულ ნივთებში ან/და ფასდაკლების ვაუჩერებში. მარკეტში განთავსებულ ყველა ნივთსა თუ ფასდაკლების ვაუჩერს მინიჭებული აქვს შესაბამისი ღირებულება (გამოხატული Freecroco -ს შესაბამის ქულებში). ღილაკზე „შეძენა“ დაჭერის შემდგომ მომხმარებელს პირადი ბალანსიდან ჩამოეჭრება შესაბამისი რაოდენობის ქულები/ალმასები. ქულების ბალანსიდან ქულების ჩამოჭრისთანავე ნივთი/ვაუჩერი შეძენილად ითვლება.
მომხმარებლებს შეძენილი ფასდაკლების ვაუჩერები გადაეცემათ შეძენდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ქულების ბალანსის ნივთებში გადაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელს აღნიშნული ნივთი გადაეცემა შეძენიდან არაუგვიანეს (10) ათი სამუშაო დღის ვადაში.
ამასთან, მომხმარებელს ქულების პირადი ბალანსის გამოყენება შეუძლია დარიცხვიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ მომხმმარებლისთვის 90 დღით ადრე დარიცხული ქულები ნულდება.
6. სამართლიანი და პასუხისმგებლიანი აქტივობა
ყველა მომხმარებელი წინამდებარე პირობებზე დათანხმებით ან/და ვებ-გევრდზე განხორციელებული აქტივობის გზით თანხმობას აცხადებს, რომ დაიცავს წესებსა და პირობებს.
ყველა მომხმარებელი ვალდებულია:
- არ დაარღვიოს მოქმედი კანონმდებლობა და წინამდებარე პირობები;
- არ გამოიყენოს სხვა მომხმარებლის ანგარიში და არ დაუთმოს პირადი ანგარიში სხვა პირს სარგებლობისთვის;
- არ წარუდგინოს ვებ-გვერდს მცდარი, შეცდომაში შემყვანი, გაყალბებული ან სხვისი პირადი პერსონალური ინფორმაცია მათი თანხმობის გარეშე.
- არ შექმნას ასლები, ჩანაწერები ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფასა თუ დიზაინზე;
- არ გამოიყენოს Freecroco -ის სერვისები სხვა მიზნით გარდა ვებ-გვერდის რეალური მიზნისა, ამრიგად არ ჩაერთოს ან წაახალისოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ეწინააღმდეგება ვებ-გვერდის გამოყენების მიზნებს.
- არ განახორციელოს ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული, მუქარის, ძალადობის შემცველი ნებისმიერი ქმედება;
მომხმარებელს პირდაპირ ეკრძალება (I) მესამე მხარის პირადი მონაცემების წარდგენა; (II) ანგარიშის შექმნა მესამე მხარის სახელით; (III) რამდენიმე ანგარიშის შექმნა (IV) რამდენიმე მომხმარებლის მიერ ერთი ანგარიშის გაზიარება. მომხმარებლის ვინაობასთან დაკავშირებით ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, Freecroco უფლებამოსილია შეაჩეროს ტრანზაქცია, ქულების გაცემა და ნივთების გადაცემა შესაბამისი მომხმარებლის ვინაობის დადგენამდე. თაღლითობის ან სხვა კრიმინალური ქმედებების არსებობის შემთხვევაში, Freecroco -ს უფლება აქვს შეაჩეროს ტრანზაქციები და ნივთების გადაცემა ან შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში საკითხის გარკვევამდე. აგრეთვე, თაღლითობის ან/და სხვა კრიმინალური ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, შეაჩეროს ანგარიში ან/და უარი თქვას მომხმარებლისათვის ნივთების/ქულების გადაცემაზე.
7. პერსონალური მონაცემები
- ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ყველა მომხმარებელი თანხმობას აძლევს Freecroco -ს მისი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელსაც მომხმარებელი მიუთითებს რეგისტრაციის ან/და ვებ-გვერდის გამოყენების დროს.
- პერსონალური მონაცემების დამუშავება გულისხმობს მათ მოპოვებას, შენახვას, სისტემატიზაციას, კორექტირებას (განახლება, მოდიფიკაცია), გამოყენებას, დაბლოკვას, წაშლას, განადგურებას.
- პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მომხმარებლისათვის სერვისის შეთავაზება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.
- ყველა მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება იმ ვადით რა ვადითაც აქტიურია მომხმარებლის ანგარიში და მისი გაუქმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში.
- მომხმარებელი წინამდებარე პირობებზე დათანხმებით აგრეთვე, აცხადებს თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის მიუხედავად, ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გამოიხმოს თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მობილურის ნომერზე მოკლეტექსტური შეტყობინების (SMS OFF/NO SMS) გაგზავნის გზით.
8. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- Freecroco არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს არასწორად დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე. აგრეთვე, Freecroco იხსნის პასუხისმგებლობას მომხმარებლის მიერ ქულების ნივთში ან/და ვაუჩერში გადაცვლისას ამ ნივთის/ვაუჩერის გამომშვებ პირთან კომუნიკაციის ნაწილზე.
- Freecroco არ იძლევა გარანტიას პლატფორმის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
- Freecroco პასუხს აგებს მხოლოდ პირდაპირ ზარალზე და არავითარ შემთხვევაში არ იქნება პასუხისმგებელი არაპირდაპირ ან მორალურ ზიანზე.
- პროგრამული და ტექნიკური გაუმართავობები, როგორც Freecroco-ს, ასევე მომხმარებლის მხრიდან, რაც იწვევს მომხმარებლის საიტზე წვდომის და/ან სხვადასხვა ფუნქციონალების გამართულად გამოყენების შეფერხებას, არის ფორსმაჟორული გარემოებები და წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
- მომხმარებლის მიერ წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში, Freecroco-ს უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე და შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პირად ანგარიშზე, თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ ასეთმა დარღვევამ ზიანი მიაყენა მესამე პირებს, პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9. ინტელექტუალური საკუთრება
ყველა მომხმარებელი წინამდებარე პირობების გაცნობით ეთანხმება, რომ ვებ-გვერდზე, მის სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება Freecroco-ს ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებები. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება ასევე Freecroco-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის და არამხოლოდ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით), მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე, ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე, პატენტებზე, ნაწარმოებებზე, დიზაინზე და სხვა.
აკრძალულია წინამდებარე პლატფორმაზე/ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, განცხადების/პროდუქტის/სერვისის, კონტენტი/აღწერა, კომპანიის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია, ვებგვერდის/პლატფორმის დიზაინის, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრების, ძირითად პროგრამული კოდების, პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება ან/და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) Freecroco-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად. წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ ანიჭებს მომხმარებელს უფლებას, ან ლიცენზიას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.
10. ფორსმაჟორი
- მხარეები თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან, თუკი ეს გამოწვეულია ფორსმაჟორული ვითარების გამო, რომლის წინასწარ განზრახვა, აცილება ან მასზე ზემოქმედება შეუძლებელი იყო შესაბამისი მხარის ან მხარეთა ერთობლივი ძალისხმევით. პროგრამული და ტექნიკური გაუმართავობები, როგორც Freecroco-ს ასევე მომხმარებლის მხრიდან, რაც იწვევს მომხმარებლის საიტზე წვდომის და/ან სხვადასხვა ფუნქციონალების გამართულად გამოყენების შეფერხებას არის ფორსმაჟორული გარემოებები და წარმოადგენს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
- თუ დამდგარი ფორსმაჟორული გარემოება გრძელდება 7 (შვიდ) კალენდარულ დღეზე მეტი, მხარეები ატარებენ დამატებით მოლაპარაკებებს არსებული ხელშეკრულების შესრულების მისაღები ალტერნატიული მეთოდების შესათანხმებლად ან იღებენ გადაწყვეტილებას არსებული ხელშეკრულების დროზე ადრე შესაწყვეტად.
11. მოქმედი სამართალი / დავების გადაწყვეტა
მომხმარებელსა და Freecroco-ს შორის ყოველგვარი ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე პირობებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, გადაწყდება მხარეთა მიერ შეთანხმების გზით, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლო წესით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
12. ცვლილება წინამდებარე პირობებში
Freecroco უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში. ცვლილებები ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებისთანავე. ყველა მომხმარებელი ვალდებულია პერიოდულად გადაამოწმოს ვებ-გვერდის წესები და პირობები. ვებ-გვერდის სერვისების გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის თანხმობას წესებისა და პირობების ახალ ვერსიაზე. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება წესებისა და პირობების ახალ ვერსიას მან უნდა შეწყვიტოს ვებ-გვერდის გამოყენება.